GE

როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი

უახლესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე: კომუნიკაციაზე, თანამშრომლობაზე, სწავლაზე, სწავლებაზე. ყოველივე ამან ახალი ტერმინოლოგიის ათვისების და გამოყენების საჭიროება გამოიწვია.

თუ ჩვენ გუგლის გამოყენებით მოვძებნით ტერმინს, ან ამაზონზე წიგნებში მოვიძიებთ „მე-20 საუკუნის მასწავლებელი“ ან „მე-19 საუკუნის მასწავლებელი“ – ვერ ვიპოვით ასეთი ტერმინის განმარტებას. თუ 21-ე-ს მოვძებნით, ვიპოვით სხვადასხვა შედეგს: 21-ე საუკუნის უნარები, 21-ე საუკუნის სკოლა, 21- საუკუნის განათლება, 21-ე საუკუნის მასწავლებელი.

აშკარაა, რომ 21-ე საუკუნე სხვა ფენომენია და სწავლა სულ სხვა, ისეთი პრინციპებით ხდება, რომელიც აქამდე არ გამოუყენებიათ. და მაინც რას გულისხმობს 21-ე საუკუნის მასწავლებელი?

მაშ ასე, 15 მახასიათებელი: 

1.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და ინდივიდუალურად მიცემული ინსტრუქციები – რადგანაც მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული პიროვნული თვისებები, მიზნები, საჭიროებები ამიტომ, მათ უნდა მივცეთ ინდივიდუალური ინსტრუქციები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

2. მოსწავლეები, როგორც მწარმოებლები – დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს დაურეკონ, შეტყობინება გაუგზავნონ. ამავე დროს, მათ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბლოგები, ვიდეოები, წიგნები და შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვებს.

3. ახალი ტექნოლოგიების ათვისება – იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი მასწავლებელმა უნდა იცოდეს ტექნოლოგიები და უნდა ეცნობოდეს მათ განვითარებას მუდმივად. გთავაზობთ ვებ-გვერდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას www.lynda.com და მათ გამოყენებას.

4.იყავი გლობალური – ჩვენ დროში სირცხვილია, მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნის გამოყენებით ვასწავლოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების,  კულტურების და ადამიანების შესახებ, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ასწავლეთ მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრის საშუალება. ეს მათ ძალიან მოეწონებათ.

5.იყავი მოქნილი და გამოიყენე სმარტფონი – უთხარით თქვენს მოსწავლეებს, რომ არ იცით გუგლის გამოყენება და დაელოდეთ მათ რეაქციას. თუ თქვენ მოსწავლეებს მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მოწყობილობები, ეს მათ დაეხმარება ამ მოწყობილობების დანიშნულების უკეთ აღქმაში.

6.ბლოგინგიგამოიყენეთ ბლოგები წერისთვის, ეს გააუმჯობესებს მათ წერით უნარებს.

7.იყავი ციფრული – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აგარიდებთ ბევრ ფურცლებს. მიეცით საშუალება მოსწავლეებს ტექნოლოგიები აითვისონ და გამოიყენონ.

8.თანამშრომლობატექნოლოგიების გამოყენებით თანამშრომლობა ხდება მაშინ, როც ამასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან პრეზენტაციას, ვიდეოს, ციფრული რესურსს და პროექტებს. ასევე დოკუმენტები გაცვლა-გამოცვლა ელქტრონული ფოსტით.

9.გამოიყენე ტვიტერის ჩატი – ტვიტერის ჩატში მონაწილეობის მიღება, ყველაზე მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა, რომ კომუნიკაცია განვავითაროთ. ასევე სასარგებლოა პროფესიული განვითრებისთვის.

10.დაკავშირებადღეს ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მოვძებნოთ ყველა, ყველგან, ყოველთვის. დავუკავშირდეთ მათ სოციალური მედიის გამოყენებით: Follow, Join.

11.პროექტზე დაფუძნებული სწავლება – დღეს მოწავლეებს არ სჭირდებათ მხოლოდ სახელმძღვანელოები, მათ შეუძლიათ მოიძიონ, შექმნან და მისცენ პროექტს საბოლოო სახე. მასწავლებელი მათ სჭირდებათ მხოლოდ იმისათვის, რომ მითითება მისცეს და გიდის ფუნქცია შეასრულოს.

12.შექმენი შენი საკუთარი ციფრული ფეხის ნაკვალევი – დღეს მასწავლებლი არის მოდელი სოციალური მედიის გამოყენების პროცესში, ის ტვირთავს ფოტოებს, აზიარებს ინფორმაციას, საკუთარ აზრებს. ამ ყველაფრის სწორად გამოყენება საკლასო ოთახში მოსწავლეებს დაეხმარება ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში.

13.კოდირება, გაშიფვრა – თუ მე-20 საუკუნის მასწავლებლისთვის მთავარი იყო კალამი და ფანქარი, დღეს 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის „კალამი და ფანქარი“ არის კომპიუტერი. ვებ-გვერდის გაშიფვრა საოცრად საინტერესოა – HTML ეს არის გასაოცარი.

14.სიახლეთა დანერგვა – საკლასო ოთახში საიხლეების დანერგვა ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით. გამოიყენეთ TED https://www.youtube.com/user/Tedpyc -ის საუბრები და დანერგეთ აქტივობები საკლასო ოთახში.

15.გაგრძელე სწავლა – დღის განმავლობაში თუნდაც 20 წუთი დაუთმე სიახლეების გაცნობას, ეს უკვე დიდი საქმეა.

გისურვებთ ბედინიერ 21-ე საუკუნის სწავლებას. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაწრებებიც.

კარგი მასწავლებლის 8 მახასიათებელი

მოსწავლეთა მოსაზრება: როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი?

საუკეთესო მასწავლებლის 5 თვისება

ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი?

წყარო: edutopia

ი.გ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური