GE

„3 წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა IBSU ავირჩიე“ – სტუდენტის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის, მარკეტინგის სტუდენტი, გიორგი მაისურაძე რიგაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. მისი თქმით, ის შთაბეჭდილებები, რაც საზღვარგარეთ გატარებულმა დღეებმა მისცა, საფუძვლიანად აფიქრებინებს, რომ 3 წლის წინ სწორი არჩევანი გააკეთა – შემოხაზა უნივერსიტეი ნომრით  064. რატომ არის გიორგი დარწმუნებული მის არჩევანში და რა მისცა რიგაში სწავლამ, თავად გვიყვება.

,,Sveiki-” სალამი ლატვიურად”, ახლაც ლატვიაში ჩასვლის პირველი დღე ისევე მახსოვს, გეგონებათ წუხელ, ანდაც რამდენიმე საათის წინ მომხდარიყოს ყველაფერი, ხშირად გაგვიგია ფრაზა “ცხოვრებამ თვალწინ ჩამიფრინა”, ცხოვრებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ახლა უკვე თბილისში ყოფნისას და დაგვიანებული ინტერვიუს წერისას რიგაში გატარებულმა 142-მა დღემ სუნთქვა შემიკრა და კვლავ იმ პირველი დღის შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მე და ზურა, ბავშვებივით ვიწყებდით ნაბიჯების გადადგმას უცხო ქვეყანაში, სადაც ერთად, ერთ ჭერქვეშ 5 თვის გატარება მოგვიწევდა.

პირველი დღე ლატვიაში, საკამოდ სასიამოვნო იყო, მზიანი, თბილი, მართალია მას შემდეგ ვერც მზეს ვხედავდით და ვეღარც სითბოს ვგრძნობდით, ვინაიდან, ლატვია საკმაოდ ცივი ქვეყანაა, სადაც დღის საშუალო ხანგრძლივობა 4-6 საათია, მაგრამ ის რაც გამოვიარეთ, ის თითოეული დაუვიწყარი და ერთი შეხედვით დაუჯერებელი მოგონება, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში, სრულ უფლებას მაძლევს ვთქვა ის, რომ ბედნიერი ვარ, რადგან დაახლოებით 3 წლის წინ გავაკეთე სწორი არჩევანი და უნივერსიტეტების შერჩევისას შემოვხაზე 064.

მეორე კურსის ბოლოს უკვე მივხვდი რომ პიროვნული განვითარებისათვის მჭირდებოდა ახალი გამოწვევბი და ახალი სიმაღლეები, ამიტომ, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. უნივერსიტეტში წარმატებით სწავლა, აქტიური სოციალური ცხოვრება, დამიფასდა და უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი გაცვლითი პროგრამის წევრი.

პროცესმა საკმაოდ მარტივად ჩაიარა და მეგობრებთან ერთად უბრალოდ საუბრის დროს გამოთქმული აზრი უცხოეთში სასწავლებლად წასვლაზე უკვე რეალობად იქცა. იქ გატარებულმა თითოეულმა დღემ კი გადაამეტა მოლოდინს, რიგაში გატარებული 5 თვე ნამდვილად დამეხმარა პიროვნულ ზრდასა და ჩამოყალიბებაში და შემძინა ისეთი გამოცდილებანი რომლებზეც მხოლოდ გვსმენია, ანდაც უცხოურ ფილმებში გვინახავს. ჩემი აზრით, ის მიზანი რომელიც დავისახეთ, მხოლოდ პერიფერია იყო ვინაიდან ჩვენმა იქ განვლილმა გზამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ლატვიაში, რიგაში გავატრე 1 სემესტრი, ამ დროის განმავლობაში ვსწავლობდი “Stockholm school of economics”-ის რიგის ფილიალში. SSE-Riga – ეს არის უნივერსიტეტი სადაც პირველივე დღეების შემდეგ ხვდები თუ კიდევ რამდენი რამის სწავლა შეგიძლია, ადგილი სადაც თითოეული სტუდენტი, ლექტორი მოტივირებულია იმისათვის, რომ სწავლის პროცესი მაქსიმალურად ეფექტური და სასარგებლო იყოს. რაც შეეხება რეიტინგს, ჩვენ უნივერსიტეტმა მოგვცა შესაძლებლობა გვენახა SSE-ის მთავარი ფილიალი, სტოქჰოლმში და უკვე იქ გავიგეთ ჩვენს უნივერსიტეტზე გაცილებით მეტი რამ და გაგვაკვირვა იმ ფაქტმა, რომ უნივერსიტეტი რომელშიც ვსწავლობდით, ევროპის ბიზნეს სკოლათა შორის, რეიტინგით 26-ე ადგილზე იყო, ხოლო ფინანსების განხრით 16-ე.

5 თვის მანძილზე ყოველ დღე სიამაყით ვიღვიძებდით და მივემართებოდით ადგილისაკენ, რომელმაც დაგვანახა ახალი სიმაღლეები და მოგვცა საკმარისი მოტივაცია იმისათვის, რომ ამ რთულ განვითარების საფეხურებზე დიდი შრომით, მაგრამ მჭიდროდ ავსულიყავით. SSE-Riga ში ყოველწლიურად ირიცხება 125 სტუდენტი რომლებიც გადიან სპეციალურ საგამოცდო პროცესს, სწავლის დროს გავიცანით მრავალი გაცვლით პროგრამის სტუდენტი, აუდიტორიაში რომელშიც ვიყავით 140 კაცი, დაახლოებით 40-50 სტუდენტი იყო გაცვლითი პროგრამით ჩამოსული. ერთ-ერთ დღეს ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, რომლის დროსაც სტუდენტები წარადგენდნენ თავიანთ ქვეყნებს, ჩვენც დიდი სიამაყით წარვადგინეთ საქართველო და ვადევნებდით თვალს ჩვენს თანაკურსელებს რომლებიც გარდა ლატვიელებისა იყვნენ: ლიტველები, ესტონელები, ბელარუსები, ავსტრიელები, ფინელები, შვედები, უკრაინელები, ესპანელები, სომხები. თითოეული სტუდენტი იყო სახე მისი ქვეყნისა შესაბამისად წარმოიდგინეთ რაოდენ საინტერესოა გქოდნეს შეხება კულტურათა ამგვარ ნაირსახეობასთან.

რთულია მოგიყვეთ რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეზე, ვინიდან ყოველი დღე რაღაც ახლის მომტანი და ახლის შემძენი იყო, მაგრამ მე მოვყვები ყველაზე გამორჩეულ და მართლაც სასწაულ 5 დღეზე და შევეცდები ეს საკმაოდ მოკლედ გიამბოთ. წარმოიდგინეთ სიტუაცია რომ ბავშოვბის ოცნება, რომელიც ჩემს შემთხვევაში იტალიაში მოგზაურობა იყო, აგიხდებათ საკმაოდ მარტივად. ბერლინშიც, მილანშიც, და ვენეციაშიც, გაკვირვებულები დავეხეტებოდით ქუჩებში და ბერლინის შემთხვევაში ავყურებდით მაღალ და ღია ოფისებს.

ბერლინი ქალაქია, სადაც უცხოდ იგრძნობ თავს, მაგრამ საკმარისია ქუჩაში მომავალმა გერმანელმა უმიზეზოდ გაჩუქოს ღიმილი, იმ წამსვე შენც იმ მაციებელი იდილიის წევრი ხდები რომელიც ნელნელა სითბოდ იქცევა. გამორჩეული იყო რათქმაუნდა დიდებული რაიხსტაგი, ბრანდერბურგი. ბერლინის შემდეგ მილანის დრო დადგა… მოდის ქალაქი, რომელიც არ ვიცი რატომ მაგრამ თბილისს მივამსგავსე. მილანში ჩასვლისთანავე ვიგრძენი უდიდესი კმაყოფილება, მე ხომ ოცნება მიხდებოდა, და მართლაც ეს დიდებული დღეები, არარეალურად ლამაზმა, დახვეწილმა და უბრალოდ მშვენიერმა ვენეციამ დააგვირგვინა.

ვენეციაზე არ ვიცი რამდენი უთქვამთ, ამბობენ ან იტყვიან, მაგრამ ჩემთვის სწორედ ისეთი ადგილია, სადაც წელიწადში ერთხელ უნდა ჩახვიდე რადგან სულიერად დაისვენო და დატკბე, დაიმუხტო ენერგიით. ვენეციაში არ ყოფილა ადგილი, რომელიც არ ყოფილიყოს განსაკუთრებული და განსხვავებული, იმ ყველაფრისაგან რაც იქამდე მქონდა ნანახი. ალბათ სწორედ ეს არის გაცვლით პროგრამის უდიდესი დადებითი მხარე, რომ როდესაც გადაწყვეტ ამ გზას დაადგე სხვა მრავალი მიმართულება იხსნება წინ, რომელთა გავლის დროსაც ნამდვილად ვრწმუნდებით ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეში და მივისწრაფით კიდევ სხვა, ახალი სირთულეებისკენ.

ჩემი აზრით ნებისმიერი, აბიტურიენტი, სტუდენტი თუ უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაძლო და აქამდე ჩაიკითხა ჩემი ინტერვიუ, უკვე მოტივირებულია, ვინაიდან მე მცირედით შევეცადე გამომეთქვა და გადმომეცა, გამეზიარებინა ისეთი გამოცდილება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ თუ არა ყოველ შემთხვევაში ბევრჯერ ვერ მივიღებთ. შესაბამისად, ჩემი რჩევა აბიტურიენტების მიმართ იქნება ის, რომ კარგად დაფიქრდნენ თუ სად ჩააბარონ, ვინაიდან უნივერსიტეტი უმნიშვნელოვანესი ფაზაა ცხოვრების, კარიერის და პიროვნების განვითარებისათვის. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ მეამაყება ჩემი უნივერსიტეტი, ვინაიდან, მან მრავალი შესაძლებლობა მომცა და დამეხმარა მიმეღწია იმ ყველაფრისათვის, რასაც მივაღწიე, გარდა შესანიშნავი საერთაშორისო გამოცდილებისა, ინგლისურენოვანი სწავლებისა, არაჩვეულებრივი შეღავათებისა, და უხვი, რეალური გაცვლითი პროგრამების არსებობისა. მე შავი ზღვის საერთაშრისო უნივერსიტეტში შევიძინე უახლოესი მეგობრები, რომელბთან ერთად როგორც სწავლა, ასევე, სხვა ნებისმიერი აქტივობა ორმაგად სასიამოვნოა, გაცვლით პროგრამაშიც ხომ მეგობრებთან ერთად ვიყავი. მე ზურა და სოსოს შორის ისეთ კავშირი გაება, რომელიც სამუდამოა, ვინაიდან ყველაფერს ერთად ვიზიარებდით და სხვა თუ არაფერი ვცხოვრობდით და ვმოგზაურობდით ერთად, შემოვიარეთ: რიგა, სიგულდა, იურმალა, სტოქჰოლმი, ბერლინი, მილანი, ვენეცია, ვილნიუსი, ვარშავა და მივიღეთ ისეთი გამოცდილება, რომელსაც სხვანაირად ადამიანი უბრალოდ ვერ მიიღებს.

შესაბამისად, მე შემიძლია გირჩიოთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თუ გინდათ რომ იყოთ წარმატებული და მიაღწიოთ ცხოვრებაში მაქსიმუმს, იბსუ ამისთვის მშვენიერი ადგილია, რომელიც მართლაც მოგცემთ მრავალ შესაძლებლობას, მაგრამ გახსოვდეთ მონდომება, შრომა და მიზანდასახულობა აბიტურიენტისათვის, სტუდენტისათვის თუ ნებისმიერი ადამიანიანისათვის უმთავრესია, და მათ გარეშე ყოველივე ძალიან რთულად თუ იქნება შესაძლებელი“, – გიორგი მაისურაძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური