GE

4 ჩამჭრელი კითხვა, რომელიც თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს შეაფასებს

წარმოგიდგენთ ოთხ სახალისო, მაგრამ ბევრისთვის ჩამჭრელ კითხვას, რომელსაც მსოფლიო დონის დასაქმების სააგენტოები იმისათვის იყენებენ, რომ კანდიდატების გონებრივი შესაძლებლობები შეაფასონ:

კითხვა 1: როგორ მოვათავსოთ ჟირაფი მაცივარში?

სწორი პასუხი: გავაღოთ მაცივარი, შევსვათ ჟირაფი, დავკეტოთ მაცივარი.

ეს კითხვა საშუალებას იძლევა გაირკვეს, ხომ არ გაქვთ მიდრეკილება, ეძებოთ ზედმეტად რთული გზები მარტივი ამოცანების გადასაჭრელად.

კითხვა 2: როგორ მოვათავსოთ მაცივარში სპილო?

არასწორი პასუხი: გავაღოთ მაცივარი, შევსვათ სპილო, დავხუროთ მაცივარი.
სწორი პასუხი: გავაღოთ მაცივარი, გამოვსვათ ჟირაფი, შევსვათ სპილო, დავკეტოთ მაცივარი.

ეს კითხვა საშუალებას იძლევა, გაირკვეს, შეგიძლიათ თუ არა გადაწყვეტილების მიღებისას თქვენი წინა მოქმედებების შედეგები გაითვალისწინოთ.

კითხვა 3: ლომმა მოიწვია ცხოველთა კრება, ესწრებოდა ყველა, გარდა ერთისა, რომელია ეს ცხოველი?

სწორი პასუხი: ეს არის სპილო. ის ხომ მაცივარშია, გახსოვთ?

ეს კითხვა ამოწმებს თქვენს მეხსიერებას.

კითხვა 4: თქვენ უნდა გადალახოთ განიერი მდინარე, რომელშიც ბინადრობენ ნიანგები. როგორ მოახერხებთ ამას?

სწორი პასუხი: ცურვით. ყველა ნიანგი ხომ ცხოველთა კრებაზეა ლომთან.

ეს კითხვა საშუალებას იძლევა გაირკვეს, შეგიძლიათ თუ არა ისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე.

წყარო:cluber.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური