„ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი საქარიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
„ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძე, საქარიას უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებულ პროფესორებს – იუსუფ არსლანსა და სემიჰ ოქუთანს შეხვდა.
უნივერსიტეტის მიერ 10 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობა უმაღლეს განათლებაში და ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების, ასევე სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარების საკითხებს შეეხო.
მსგავსი ტიპის აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაფართოებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ ბათუმში გამართულ ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები AMSE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
by ევროპის უნივერსიტეტი