5 წიგნი და კიდევ რამდენიმე რამ, რის გამოც ამ ზაფხულს შინ უნდა დარჩეთ – ბილ გეიტსის ბლოგი კორონავირუსის გავლენით
ამერკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი თავის ბლოგში გვთავაზობს რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ამ ზაფხულის საინტერესოდ გატარებაში დაგვეხმარება:
„ბოლო დღეებში ჩემი საუბრებისა და შეხვედრების ძირითადი თემა COVID-19-ია, მაგრამ როგორც წესი, ხშირად მეკითხებიან რას ვუყურებ ან რას ვკითხულობ. შეიძლება, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ადამიანებს სურთ მეტი გაიგონ პანდემიაზე ან მისგან ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანონ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, როცა საუბარი მიწევს დიდებულ წიგნებსა თუ სატელევიზიო შოუებზე.
ასე რომ, გარდა 5 საზაფხულო წიგნისა, მე გადავწყვიტე შემომეთავაზებინა სხვა რეკომენდაციებიც. ვიმედოვნებ, იპოვით თქვენთვის საინტერესოს:
The Choice, by Dr. Edith Eva Eger
ეს წიგნი ნაწილობრივ მოგონებებზეა, მეორე მხრივ კი ტრავმის მოშუშების სახელმძღვანელოა. ეგერი მხოლოდ 16 წლის იყო, როცა თავის ოჯახთან ერთად აუშვიცში (პოლონეთი) გაგზავნეს. წარმოუდგენლად საშინელებებში გადარჩენის შემდეგ, იგი შეერთებულ შტატებში გადავიდა და თერაპევტი გახდა. მისი ისტორია ამაღელვებელ ფონს ქმნის. ვფიქრობ, ახლა ბევრი ადამიანი იპოვის ნუგეშს მის რჩევებში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოაგვარო სირთულეები.
Cloud Atlas, by David Mitchell
ესაა რომანი, რომელზეც იფიქრებთ და ისაუბრებთ დიდი ხნის განმავლობაში. სიუჟეტის ახსნა ცოტა რთულია, რადგან ის ექვსი ურთიერთდაკავშირებული ისტორიისგან შედგება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთისგან განსხვავებულ გარემოში ვითარდება (მე განსაკუთრებით მიყვარს ისტორია მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, წყნარი ოკეანეში გემით მოგზაური ახალგაზრდა ამერიკელი ექიმის შესახებ).
თუ კაცობრიობის შესახებ დამაჯერებელი ზღაპრების მოსმენის განწყობაზე ხართ, ვფიქრობ, ამ წიგნში ჩაეფლობით.
The Ride of a Lifetime, by Bob Iger
ეს არის საუკეთესო წიგნი, რომელიც ბოლო წლებში ბიზნეს სამყაროს შესახებ წამიკითხავს. ეგერმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა და აღწერა სინამდვილეში რას წარმოადგენს დიდი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
თუ თქვენ ეძებთ ბიზნეს სახელმძღვანელოს ან უბრალოდ გასართობ საკითხავს, ვფიქრობ „დისნეის“ ისტორიების წაკითხვით ისიამოვნებთ.
The Great Influenza, by John M. Barry
ჩვენ ახლა უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ. შეიძლება ეს 1918 წლის პანდემიასაც შევადაროთ. ამ წიგნში სწორედ იმდროინდელი მოვლენებია აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ 1918 წელი დღევანდელობისგან განსხვავებული დრო იყო, წიგნში ჩანს, რომ იგივე პრობლემები დღესაც აქტუალურია. ბერი გასწავლის ყველაფერს, რაც უნდა იცოდე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გზით განვითარების შესახებ.
Good Economics for Hard Times, by Abhijit V. Banerjee and Esther Duflo
გასულ წელს ბანერჯიმ და დუფლომ ეკონომიკის მეცნიერებაში ნობელის პრიზი მიიღეს. ისინი დღემდე ყველაზე ჭკვიანი ეკონომისტები არიან. საბედნიეროდ, თავიანთ მუშაობას ხელმისაწვდომს ხდიან საშუალო ფენისთვისაც. მათი ახალი წიგნი უთანასწორობებსა და პოლიტიკურ დაყოფებს ეხება.
სატელევიზიო გადაცემები და ფილმები:
პანდემია: როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების გავრცელება (Pandemic: How to Prevent an Outbreak) – Netflix-ის ეს დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ 4 მეცნიერს გაგაცნობთ, რომლებიც პანდემიის პრევენციაზე მუშაობენ.
არის რამდენიმე სერიალი, რომელთაც მე და მეუღლე აქტიურად ვუყურებთ: „მილიონი პატარა რამ“, „ეს ჩვენ ვართ“, „ოზარკი“ (Million Little Things, This Is Us, and Ozark) . მე კი ვგეგმავ ბოლოს და ბოლოს ვუყურო სერიალს „მე კლაუდიუსი“. ბევრი რამ წამიკითხავს რომის იმპერიაზე, მაგრამ ეს საინტერესო ჩანს.
რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს საყვარელ ფილმს “ჯაშუშური თამაშები“ (Spy Game) . სიუჟეტზე არაფერს მოგიყვებით, უბრალოდ გეტყვით რომ ეს მინიმუმ 12-ჯერ მინახავს.
online bridge – წლებია, რაც ამ თამაშს ვთამაშობ. უორენ ბაფეტი ჩემი ფავორიტი პარტნიორია. რამდენიმე თვის წინ, როცა სისტემის მუშაობა მკვეთრად დაეცა, მე შეძრწუნებული ვიყავი, მაგრამ უკვე ყველაფერი გამოსწორდა და ახლა ამითაც გაკვირვებული ვარ.“
წყარო: gatesnotes
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა