9 საჭირო რესურსი ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის
როგორც წესი, მშობლები და პედაგოგები ბავშვებს ტექნიკის ხშირ გამოყენებას უკრძალავენ, თუმცა ახლა დადგა დრო, როცა ცოდნის მიღებისა და გაკვეთილზე დასწრების ერთადერთი გზა სწორედ ტექნოლოგიაა. ცხადია, ეს პედაგოგების ნაწილისთვის უფრო რთულია, ვიდრე ბავშვებისთვის. უფროსი თაობა იმდენად ვერ ერკვევა იმ პროგრამებსა თუ აპლიკაციებში, რომელთა მეშვეობითაც სწავლა/სწავლების დისტანციური პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.
გიზიარებთ 9 საჭირო რესურსს:
Google Forms – დავიწყოთ ყველაზე მარტივით – გუგლის ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ ანონიმური ან ღია გამოკითხვა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებს დაუსვათ შეკითხვები ან მათგან მიიღოთ ის ანონიმური წერილები, რასაც ღიად ვერ გეუბნებიან. ეს შეიძლება ეხებოდეს, სწავლის პროცესში არსებულ სირთულეებს, გამოწვევებსა და რეკომენდაციებს ( მაგალითად, დღევანდელი გაკვეთილიდან რა იყო გაუგებარი შენთვის? რა გახდიდა გაკვეთილს უფრო საინტერესოს? ) ეს მარტივი სისტემა მოსწავლეებს ენთუზიაზმით აავსებს, რადგან იგრძნობენ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და უკუკავშირის იმედი ექნებათ.
KAHOOT! – ესაა ძალიან მარტივი და ყველასთვის გამოსადეგი ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, შექმნათ ვიქტორინები და კითხვარები. ეს თამაშით სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
Class Dojo – ესაა სახალისო ინსტრუმენტი, სადაც მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ავატარებს და ანიჭებენ თავიანთ ქულებს ანუ იმ შეფასებებს, რასაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით პედაგოგი მათ უწერს ( დასწრების ქულა, ყოფა-ქცევა, დავალება…) პლატფორმაზე მასწავლებლები სწავლების ტაქტიკის შესაბამისად გრაფიკებს ქმნიან, რომელზეც მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დატანილი.
Clickers – ეს ინსტრუმენტი პედაგოგბისთვისაა. მასწავლებელი აკეთებს კითხვარს და ყველა მოსწავლეს, ვისაც აქვს პლატფორმასთან წვდომა, თავისი მობილურის ეკრანზე ხედავს შეკითხვას. პედაგოგს მისდის ინფორმაცია, თუ ვინ უპასუხა პირველად და სწორად.
Edvoice – აქ შეგიძლიათ, შეადგინოთ გაკვეთილის გეგმა. პლატფორმას აქვს შეტყობინებების, სიახლეების ველი, რომელიც მოსწავლეებთან კომუნიკაციის საშუალებასაც მოგცემთ.
Venngage – პლატფორმა გთავაზობთ ინფოგრაფიკების შაბლონებს, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს საგაკვეთილო მასალას. მოსწავლეებს შეუძლიათ, აქვე დაგისვან შეკითხვები და გაკვეთილი გახადოთ ინტერაქტიული.
Prezi – პრეზენტაციები ონლაინ სწავლების მთავარი ინსტრუმენტია, მაგრამ POWERR POINT არ იძლევა შემოქმედებითობის საშუალებას. PREZI კი ბევრად უფრო კრეატიული და მრავალფეროვანი პლატფორმაა.
TRELLO – ეს ძალიან მარტივი, მოსახერხებელი და საჭირო პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ საშუალებას დააკვირდეთ მოსწავლეების მუშაობას. თითოეულ მოსწავლეს ან ჯგუფს აქვს საკუთარი დაფა, სადაც შეუძლიათ ჩამოწერონ დავალებების სია, შესრულებული დავალებები და მუშაობის პროცესში მყოფი პროექტები.
COLD TURKEY – ეს პროგრამა ბავშვებს არ ეყვარებათ, მაგრამ ზოგჯერ სასარგებლო ინსტრუმენტია. თუკი მოსწავლე ვერ აკონტროლებს დროს და კომპიუტერთან ყოფნისას ისეთ ვებსაიტებს იყენებს, რომელიც მეცადინეობაში ხელს უშლის, COLD TURKEY-ის მეშვეობით შეგიძლიათ დაბლოკოთ არასაჭირო საიტები.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: teachthought