GE

შოუ რუმი მალტაზე

მალტაზე არსებულ „K-STUDIO MALTA LIMITED” კომპანიის,Training and manamagement Consultation Center ,,VIPR,, და აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტის ‘‘თსსა საზღვრებს გარეთ“ ფარგლებში ტარდება სამხატვრო აკადემიის დიზაინის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები.

პროექტის ,,თსსა საზღვრებს გარეთ“ მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

პროექტის ხელმძღვანელები: – თინათინ კლდიაშვილი, სრული პროფესორი, – ნინო მგალობლიშვილი, ასოცირებული პროფესორი.

ეს იქნება პირველი საერთაშორისო SHOW ROOM-ი სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მიმართულებით.

SHOW ROOM-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის, ტექსტილის დიზაინისა და მხატვრული მინის დიზაინის პროფესურისა და სტუდენტთა ექსკლუზიური ნამუშევრები.

ჩატარდება მასტერ-კლასები:

1. ,,სინთეზური ქსოვილი,,- ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი, სრული პროფესორი; ასისტენტი ნინო ქვრივიშვილი, პროფესორი;
2. Fashion – მერჩენდაიზინგი – ნინო მგალობლიშვილი, ასოცირებული პროფესორი.

SHOW ROOM-ის ფარგლებში პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე შემოქმედებით, კულტურულ და კომერციული კავშირების ახალი ფორმების მოძიებას; ევროპულ-ქართული პარტნიორული კომუნიკაციების განვითარების მიზნით მალტის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური