აჭარის სამმა უნივერსიტეტმა სწავლის დისტანციურად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე, უმაღლესი და პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებები სწავლების ტრადიციულ ფორმას აუდიტორიებში 15 მარტიდან დაუბრუნდებიან. უმაღლესი სასწავლებლები თავისუფალი არიან არჩევანში და მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ სწავლების რა ფორმატს აირჩევენ თავიანთი სტუდენტებისთვის.
ცნობილი გახდა, რომ აჭარის სამი უმაღლესი სასწავლებელი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო საზღვაო აკადემია და ხელოვნების უნივერსიტეტი, პრაქტიკული მეცადინეობის გარდა, თეორიული სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს.
როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით რისკების შეფასება გახდა. მათი განმარტებით, შეუძლებელია, ათასობით სტუდენტის პირობებში ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა და შესრულება. მათივე თქმით, სტუდენტებს შორის გამოკითხვაც ჩაატარეს და უმრავლესობამ დისტანციურ სწავლებაზე დარჩენა ამჯობინა.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, განათლების სამინისტროს სრული ინფორმაცია და მონაცემები აქვს, რომელი უნივერსიტეტი რა ფორმით განაახლებს სასწავლო პროცესს 15 მარტიდან, სად განახლდება სწავლა აუდიტორიებში და სად ჰიბრიდულად. მისივე თქმით, სასწავლო პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტებს შესთავაზებენ სრულად ადაპტირებულ ცხრილებს ვითარების გათვალისწინებით.
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
ყველა თემა, რომელსაც მოსწავლე საქართველოს ისტორიაში გაივლის – საკითხების ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება