BTUAI Research Institute – პირველი ავტონომიური კვლევითი ორგანიზაცია საქართველოში
BTU-მ შექმნა პირველი ავტონომიური AI კვლევითი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ადამიანის მუდმივი ჩართულობის გარეშე ფუნქციონირებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTUAI Research Institute, ახალი ტიპის კვლევითი ორგანიზაცია, რომლის ყოველდღიური სამუშაოს ძირითადი ნაწილი AI აგენტების მიერ ავტონომიურად სრულდება.
სისტემა მუდმივად აკვირდება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ, ბიზნეს და ტექნოლოგიურ მოვლენებს, ამუშავებს ოფიციალურ მონაცემებს, იყენებს BTU-ს კვლევით ბაზებს და ქმნის ახალ ანალიტიკურ მასალებს საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით. BTUAI Research Institute-ის თითოეული მასალა პასუხობს სამ ძირითად კითხვას: რა შეიცვალა, რას აჩვენებს მონაცემები და რას ნიშნავს ეს საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის.
კვლევებში გამოიყენება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, საერთაშორისო კვლევები, სანდო ანალიტიკური წყაროები, BTU-ს კვლევითი ბაზები, მათ შორის კვლევები მომხმარებელთა ქცევის, ფასისადმი მგრძნობელობის, ნდობისა და ტექნოლოგიური ცვლილებების შესახებ. AI აგენტები დამოუკიდებლად ახორციელებენ ინფორმაციის მონიტორინგს, წყაროების მოძიებას, მონაცემების შედარებას, გამოთვლებს, ანალიტიკური მიგნებების ფორმირებასა და კვლევითი ტექსტების მომზადებას. მკვლევრის როლი განსაზღვრულია კვლევითი სტანდარტების განსაზღვრის, ეთიკისა და საბოლოო სარედაქციო კონტროლის სახით. კვლევები ეტაპობრივად გამოქვეყნდება BTUAI.ge-ზე. BTUAI Research Institute-ის მიზანია შექმნას საქართველოს შესახებ მუდმივად განახლებადი, მონაცემებზე დაფუძნებული და მაღალი ხარისხის კვლევითი ცოდნა, როგორც ადამიანებისთვის, ისე AI სისტემებისთვის.
კვლევითი შესაძლებლობები
BTUAI Research Institute-ს შეუძლია კვლევის სრული პროცესის განხორციელება, კვლევითი კითხვის ფორმულირებიდან მონაცემების მოძიებამდე, გამოთვლებამდე და გადაწყვეტილების მიღებისთვის გამოსადეგი დასკვნების შემუშავებამდე.
კვლევითი მიმართულებებია:
1. მომხმარებლები და ბაზრები
რა განსაზღვრავს მომხმარებლის არჩევანს, ფასისადმი მგრძნობელობას, ბრენდის მიმართ ნდობას ან შეძენის დაბრკოლებებს. ორგანიზაცია არსებულ კვლევით ბაზას მიმდინარე საბაზრო მონაცემებთან აჯერებს და გამოყოფს, რომელი მიგნებებია მონაცემებით დასაბუთებული და რომელი საჭიროებს დამატებით შემოწმებას.
2. კომპანიები და კონკურენცია
კონკურენტების შეთავაზებების, ფასების, პოზიციონირებისა და ბაზარზე არსებული დაუკმაყოფილებელი საჭიროებების კვლევა. მაგალითად, სად და როგორ შეუძლია ქართულ კომპანიას კონკურენტული უპირატესობის შექმნა.
3. ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებები
ახალი ეკონომიკური და ტექნოლოგიური მოვლენების გავლენის შეფასება ქართულ ბიზნესზე, მომხმარებლებსა და დასაქმებაზე. საერთაშორისო მოვლენები გაანალიზდება საქართველოს მონაცემებისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
4. კონკრეტული გადაწყვეტილებების კვლევა
მაგალითად, BTU-სთვის ახალი საგანმანათლებლო პროგრამის საჭიროების შეფასება, დამსაქმებლების მოთხოვნების შესწავლა, კონკურენტი უნივერსიტეტების შეთავაზებების შედარება ან სხვადასხვა ფასისა და სტუდენტთა მიღების რაოდენობის სცენარების ანალიზი. ფინანსური შედეგების შესაფასებლად საჭიროა რეალური ხარჯებისა და მოთხოვნის მონაცემების გამოყენებაც.
5. საკუთარი ანალიტიკური მიგნებები
კვლევითი საქმიანობა არ შემოიფარგლება არსებული წყაროების შეჯამებით. AI აგენტები ადარებენ სხვადასხვა პერიოდისა და ჯგუფის მონაცემებს, ითვლიან ცვლილებებს, ავლენენ კანონზომიერებებსა და წინააღმდეგობებს და ამოწმებენ ალტერნატივებს. კვლევებში მკაფიოდ იმიჯნება მონაცემებით დადასტურებული მიგნებები, ანალიტიკური შეფასებები და პროგნოზული სცენარები.