GE

განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 11 პროგრამას/ქვეპროგრამას, 2026 წლის 8 თვის მდგომარეობით, 9 თვის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, დაბალი ათვისება აქვს.

ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშს ეყრდნობა.

აი, რა წერია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა:

დაბალი ათვისების მქონე პროგრამები – მაგალითები

1. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

9 თვის დამტკიცებული გეგმა 25.1 მლნ ლარია, ხოლო 8 თვის ხარჯი 10.9 მლნ ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ათვისების მაჩვენებელი 43.6%-ია.

2. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამები

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 11.8 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 8.1 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 68.3%.

3. ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 4.3 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 2.8 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 64.1%.

4. ეროვნული უმცირესობების პროფესიული გადამზადება

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 3.9 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 2.7 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 68.8%.

5. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის აპარატი

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 5.2 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 3.0 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 57.2%.

6. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 3.0 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 1.3 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 44.4%.

7. საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 6.5 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 1.8 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 27.6%.

8. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის აპარატი

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 1.5 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 1.0 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 66.3%.

9. ახალგაზრდობის სფეროში ადმინისტრირება და მართვა

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 3.1 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 1.8 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 58.3%.

10. ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 13.5 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 6.8 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 50.3%.

11. თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – პროექტი

9 თვის დამტკიცებული გეგმა – 16.2 მლნ ლარი, 8 თვის ხარჯი – 6.4 მლნ ლარი, ათვისების მაჩვენებელი – 39.5%.

აუდიტის სამსახური დასკვნაში ასევე გვთავაზობს განათლების სამინისტროს განმარტებას, თუ რამ გამოიწვია ერთ-ერთი ქვეპროგრამის – „ახალგაზრდობის სფეროში ადმინისტრირება და მართვა“, ათვისების დაბალი მაჩვენებელი.

„უწყების განმარტებით, ათვისების დაბალი მაჩვენებელი გამოიწვია ქ. ქუთაისში მდებარე შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადების პროცესის გაჭიანურებამ და თავისუფალი შტატების არსებობამ. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროგრამა დაბალი ათვისებით ხასიათდებოდა გასულ წლებშიც. 2025 წელს პროგრამის ათვისების მაჩვენებელი 85.3%-ის (ფაქტობრივი ხარჯი 2 მლნ ლარი), ხოლო 2024 წელს 74.5%-ის (ფაქტობრივი ხარჯი 1.5 მლნ ლარი) ტოლია“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

„დაბალი ათვისების მქონე“ – რას წერს აუდიტის სამსახური თბილისისა და მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კაპიტალურ პროექტებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური