CIU-ში დებატების ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა
26 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტში დებატების ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა.
CIU-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტურნირმა, რომელიც სულ რვა თამაშს მოიცავდა, სტუდენტებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, ფინალური შეხვედრის მთავარი მსჯელობის საგანი კი ფილოსოფიურ-სამართლებრივი დილემა: „რომელი უფრო ჰუმანურია – სიკვდილით დასჯა თუ უვადო პატიმრობა?“ იყო. მონაწილეებმა წარმოადგინეს სიღრმისეული არგუმენტაცია, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, ისე მორალური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.
საინტერესო და არგუმენტირებული პოლემიკის შედეგად, ტურნირის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. პირველობა მოიპოვეს: ანი კილაძემ (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება); ჯულიანა ლაშხიამ (სამართლის მიმართულება); ნინი ცინცაძემ (საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება).
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ დებატების საუკეთესო მონაწილეები უნივერსიტეტს მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალზე წარადგენენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) ოპერაცია დაინერგა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს წარმომადგენლები აშხაბადში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი