GE

Adobe მსოფლიო ჩემპიონატისთვის 13-დან 23 წლამდე მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

IT აკადემია STEP-ისა და BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოში Adobe-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება.

Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს და ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 23 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:

  • Adobe Certified Professional Visual Communication – Adobe Photoshop-ის გამოყენებით;
  • Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration – Adobe Illustrator-ის გამოყენებით.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი – 8000 აშშ დოლარი, II ადგილი 4000 აშშ დოლარი, III ადგილი 2000 აშშ დოლარი.

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.

პროექტის პარტნიორები: TBC, GITA, ACAG, Marketer.
პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი: Lenovo.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური