GE

„აღმოაჩინე შენი პროფესია – სამართალი“ – SANGU XI–XII კლასის მოსწავლეებს „იმიტირებულ სასამართლო პროცესში“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს

4 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI–XII კლასის მოსწავლეებს, საგანმანათლებლო პროექტში, სახელწოდებით „იმიტირებული სასამართლო პროცესი“, მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მიზანია, მონაწილეებმა უკეთ გაიგონ იურისტის პროფესიის არსი, გაეცნონ სამოქალაქო სამართლის სისტემას, სასამართლო პროცესის სტრუქტურასა და პრინციპებს, ასევე პრაქტიკულად გამოსცადონ საკუთარი თავი რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

ღონისძიების ფორმატი და თარიღები:

  • 20 და 24 ნოემბერი, 16:00 საათი – მოსამზადებელი ტრენინგები;
  • 27 ნოემბერი, 16:00 საათი – კაზუსისა და საქმის მასალების გაცნობა;
  • 4 დეკემბერი, 16:00 საათი – იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარება წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU).

შეხვედრების თემატიკა:

  • სამოქალაქო დავის არსი და მიზანი;
  • სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპები;
  • სარჩელი, შესაგებელი, მტკიცების ტვირთი და მტკიცებულებები;
  • მოსამართლისა და მხარეების როლი პროცესში.

ტრენინგების ხანგრძლივობა, დაახლოებით, 1-1.5 საათს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური