აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის კლასტერში შემავალ 5 პროგრამას 7- წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 7- წლიანი უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის კლასტერში შემავალ 5 პროგრამას.
- დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- განათლების მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ((ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური); გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური); ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური); რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური); ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური); გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური); სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)); მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური); ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური); ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მუსიკა; ფიზიკური აღზრდა და სპორტი).
-
„პირველკურსელებმა უნდა იცოდნენ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნა, შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება“ – რექტორი
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-მ ქართველოლოგიის IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სტუდენტებს სამი უნივერსიტეტიდან უმასპინძლა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ – აწსუ-ში XIV საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი