„სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ – აწსუ-ში XIV საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია ჩატარდა
2026 წლის 19-20 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდა XIV საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია თემაზე: „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავის.
კონფერენციის პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს წარმოადგენდა: პედაგოგიკა, სწავლების მეთოდიკა, განათლების ფილოსოფია და ფსიქოლოგია, განათლების მენეჯმენტი, ბავშვის უფლებები საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე, ქალაქ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკა ჩხარტიშვილი, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი იბრაჰიმ აიდინი, აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი პროფესორი მეჰმედ ალი კესკინი, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი პროფესორი ჰაკან გულტეკინი, ქართული წარმომავლობის ირანელი ისტორიკოსი და ქართველოლოგი გიორგი (საიდ) მულიანი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, სკოლის მასწავლებლები და მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტები.
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოთსა და ზუგდიდში საინფორმაციო-შემოქმედებითი ტურნე გამართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო, მიყვარხარ!“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი



