აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტმა ერეკლე კირკიტაძემ თანაკურსელებთან – ოთარ ქაჯაიასთან, ლუკა უგლავასა და გიორგი ხოჯანეიშვილთან ერთად, თანამედროვე, მაღალფუნქციური „ჭკვიანი სახლის“ მოდელი შექმნა.
„ჭკვიანი სახლი“ აღჭურვილია თანამედროვე სენსორებით და ხელოვნური ინტელექტის კამერებით. ინოვაციური სისტემა ორიენტირებულია ადამიანთა უსაფრთხოებაზე. ცეცხლის აღქმის შემთხვევაში სისტემა მომენტალურად რთავს განგაშის სიგნალს და ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ატყობინებს სახლის პატრონს. ინფორმაციის მიღების შემდეგ კი შესაძლებელია „ჭკვიანი სახლის“ დისტანციურად მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
მსოფლიოში დღემდე არსებულ „ჭკვიანი სახლის“ მოდელებს თავიანთი ეკოსისტემა აქვთ, ისინი ერთმანეთს არ უკავშირდებიან. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენთა მიერ გამოგონებულ მოდელში კი ერთიანდება ხელოვნური ინტელექტი, ლაზერული უსაფრთხოება, ბარათის სისტემა, გათბობა, გაგრილება და განათება. ყველაფერი ერთ სისტემაშია თავმოყრილი და ერთი აპლიკაციით იმართება.
-
„პირველკურსელებმა უნდა იცოდნენ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნა, შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება“ – რექტორი
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-მ ქართველოლოგიის IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სტუდენტებს სამი უნივერსიტეტიდან უმასპინძლა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ – აწსუ-ში XIV საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი