ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე
თუ აბიტურიენტი ხარ, დროა, აირჩიო შენი უნივერსიტეტი და გაიგო მეტი სტუდენტური ცხოვრების, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო შესაძლებლობების, სტაჟირების, დასაქმების, პარტნიორების, საერთაშორისო და შიდასაუნივერსიტეტო კონფერენციების შესახებ. თუკი დეკანებისა და ლექტორების გაცნობაც და მათგან რეკომენდაციების მიღებაც გინდა მომავალი პროფესიის შესახებ, მაშინ, ეს დღე ნამდვილად უნდა მოინიშნო შენს კალენდარში.
29 აპრილს, 12 საათიდან, გეპატიჟებით საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე, ალტე უნივერსიტეტში.
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა და აბიტურიენტების კლუბში გაწევრიანებაც არ დაგავიწყდეს!
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი