ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Ibmec ბრაზილიის ერთ-ერთ წამყვანი და მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ქსელია, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტებს სან-პაულოში, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიასა და ბელუ-ჰორიზონტეში, სადაც 50 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
უნივერსიტეტის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად, განათლებისა და კვლევის მიმართულებით, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს.
თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვას გაცვლით პროგრამებში, ასევე ერთობლივი პროექტების, კონფერენციებისა და კვლევითი ინიციატივების განხორციელებას.
თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, კომპიუტერული მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ტურიზმი და მედიცინა. მემორანდუმი ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასაც ითვალისწინებს.
მხარეები აქტიურად იმუშავებენ ინოვაციურ და ინტერდისციპლინარულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე. ამასთან ერთად, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს შექმნიან.
-
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები გორის ქარის ელექტროსადგურს ესტუმრნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი University of Gdańsk-ს ეწვია
by ალტე უნივერსიტეტი
-
XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი