ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
12-13 ნოემბერს, ალტე უნივერსიტეტს ინდოეთის (ნიუ დელი) ერთ-ერთი წამყვანი კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის – Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა.
უნივერსიტეტის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ინსტიტუციებს შორის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის განვითარებას ისახავს.
შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი – რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით – ირმა გრძელიძე, ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით – ანი ამირანაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ფინანსებისა და საოპერაციო მიმართულებით – თამარ მახარაძე, მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი – გიორგი გაბისონია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი – თორნიკე ბაქაქური ესწრებოდნენ.
Santosh University-ის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: Prof. Dr. Manoj Goyal (Pro Chancellor), Prof. Dr. Anup Kumar Gogna (Advisor, International Affairs), Prof. Dr. Shalabh Gupta (Dean Academics)
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსაც, სადაც სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების პროცესს გაეცნენ.
აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზაზე.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის MedTech ჰაკათონის რჩეული გუნდები გამოვლინდნენ
by ალტე უნივერსიტეტი