7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად აბიტურიენტების მიერ გასაჩივრებული ნაშრომების სტატისტიკაც გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ წელს ყველაზე მეტი ნაშრომი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაასაჩივრეს.
NAEC-ის ცნობით, შეფასება შეიცვალა სულ 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 7 ნაშრომის შემთხვევაში.
“2026 წელს 118907 ნაშრომიდან გასაჩივრდა 3 095, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.60%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მოუმართავს საპრეტენზიო განაცხადით ოსურ ენასა და ფრანგულ ენაში”, – განმარტავს გამოცდების ცენტრი დღეს, 19 აგვისტოს.
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა – 1136;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 23;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 6;
ინგლისური ენა – 515;
რუსული ენა – 7;
გერმანული ენა – 1;
ფრანგული ენა – 0;
ოსური ენა – 0;
მათემატიკა – 488;
ისტორია – 340;
გეოგრაფია – 38;
ბიოლოგია – 264;
ქიმია – 68;
ფიზიკა – 37;
ლიტერატურა – 31;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 7;
სამოქალაქო განათლება – 134.
ცნობისთვის, აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება
