როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
2026 წლის აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
დეტალური ინსტრუქცია:
პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა შევიდნენ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე.
წელს ცვლილებების შეტანის პრინციპი გამარტივებულია. თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, მისი წაშლა და ხელმეორედ ჩაწერა არ გჭირდებათ. გადანაცვლება ისრების გამოყენებით შეგიძლიათ. აი როგორ:
კურსორი დააჭირეთ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამას, რაც სიაში გაქვთ ჩასმული, მაგალითად მესამეს და ისრით აწიეთ პირველ ან სხვა, სასურველ საფეხურზე. წაშლა-დამატების ღილაკის ქვემოთ გაქვთ ზედა ისარი და ქვედა ისარი. ზედა ისრის გამოყენებით შეჩეული ფაკულტეტი ზევით ინაცვლებს, ქვედა ისრის გამოყენებით კი ქვევით.
აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები [ცვლილებები დამახსოვრება]. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება – [შენახვა].
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.
პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
– საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
– თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე