ამერიკის გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის წევრები გრუნიში
2025 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა ამერიკის გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის (GEEA) წევრები, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორის – ჯონ ბროკის, ხელმძღვანელობით.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა გრუნის აკადემიურ პერსონალსა და ალიანსის წევრებს შორის. უნივერსიტეტის ეკონომიკურმა გუნდმა უცხოელ სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, კერძოდ:
საგარეო ვაჭრობა და რეგიონალური ეკონომიკური გამოწვევები – პროფ. ვახტანგ ჭარაია;
სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში – პროფ. თენგიზ თაქთაქიშვილი;
საქართველოს ენერგეტიკული პერსპექტივა და ენერგეტიკის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში – პროფესორ-ასისტენტი გიგა თვაური.
სტუმრები გაეცნენ გრუნის ეკონომიკური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებსაც და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხებიც.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრებს სტუმრობისათვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი