GRUNI-სა და „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგების, სემინარებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, ასევე, სტაჟირების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის.
BrightLAB წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული, კრეატიული და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, ქმნის ინოვაციურ პროექტებს და ეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ მოემზადონ მომავლის გამოწვევებისათვის, განივითარონ თანამედროვე შრომის ბაზრისთვის აუცილებელი უნარები და თავისი კარიერული მიზნები წარმატებით განახორციელონ.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი