GRUNI-ში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა
მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის კლუბი შეიქმნა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კლუბის მიზანია სოციალური მეწარმეობის პროცესში სტუდენტების მონაწილეობის გააქტიურება და მოგებაზე ორიენტირებული, ფინანსურად მდგრადი ბიზნესკონცეფციების განვითარება, რომლებიც მდგრად განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას მოემსახურება.
კლუბი იმუშავებს თვითმმართველობისა და თვითდაფინანსების პრინციპებზე და ხელს შეუწყობს სტუდენტებში სამეწარმეო, ინოვაციური და სოციალური პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას.
კლუბი ღიაა ყველა სტუდენტისათვის, რომელიც იზიარებს კლუბის ღირებულებებსა და მიზნებს, განურჩევლად ინსტიტუციური კუთვნილებისა და განათლების დონისა.
კლუბის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი