“არასრულწლოვანთა მართლსაჯულება საქართველოში” – პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა
პროექტის “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში” პირველი ეტაპი, სემინარების ციკლი, რომელიც 19 მაისიდან 23 მაისის ჩათვით იმართებოდა, დასრულდა.
სემინარების ფარგლებში პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარგის ექსპერტებთან ერთად განეხილათ სხვადასხვა აქტუალური საკითხი:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მოკლემი მოხილვა – საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის 31 მარტის ანგარიშიდან- უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში – მერაბ ტურავა, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი
არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევის ფსიქოლოგია – ვახტანგ ნადარეიშვილი, თსუ – ს სოციალურ – პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდატები – თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდიUNICEF
არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ღონისძიებები – ლონდა თოლორაია, პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეროვნული სტანდარტები – ნინო გვენეტაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები და სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები საქართველოში – ეკატერინე ჩოფიკაშვილი, დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოს უფროსი, დანაშაულის პრევენციის ცენტრი
მორალური განვითარება და ანტისოციალური ქცევა – მაია ხოსიტაშვილი, ტრენერ- კონსულტანტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა – ნატალი ბარათაშვილი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი
მიმდინარე და სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დახვეწის მიზნით – ანტონ ქელბაქიანი, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის დირექტორი
პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური და საკვანძო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თემის მნიშვნელობის წამოწევა და მისი პოპულარიზაცია, გამოკვეთილი პრობლემების ფსიქოლოგიური, სოციალური და იურიდიული ასპექტების განხილვა, ამ კუთხით ქართულ კანონმდებლობაში არსებული ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი ინსტიტუტების დახვეწაზე ერთობლივი მუშაობა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცასთან ერთად პროექტის განხორციელების პარტნიორები არიან:საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს სახალხო დამცველი, რეაბილიტაციისათვის და დანაშაულის პრევენციის ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გერმანიის თანამშრომლობა (GIZ) ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის.
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი