GE

იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება

ფოტო –
8519

13-18 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში იგეგმება პროექტის, “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II”, ფარგლებში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორების გადამზადება.

ტრენინგს დაესწრება ახმეტის მუნიციპალიტეტის (სოფელი ყვარელწყალი), ქობულეთის მუნიციპალიტეტის (სოფელი მუხაესტატე), გურჯაანის მუნიციპალიტეტის (სოფელი კაჭრეთი), წყალტუბოსმ უნიციპალიტეტის (სოფელი გეგუთი) 8 წარმომადგენელი.

გადამზადების კურსისის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს მექანიზატორის სერვისებს. გარდა ამისა, მონაწილეები გაივლიან მოქალაქეთა ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების ტრენინგს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური