არტისტერიუმი – თანამედროვე ხელოვნების VI საერთაშორისო გამოფენა
„არტისტერიუმი“ წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ ერთი ინდიკატორია.
2013 წლის მე-6 არტისტერიუმის თემაა: „ვარ მე შენ?“.
განსხვავებულის, უჩვეულოს, გაუგებრის მიღება-არმიღება დღევანდელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
თემა „ვარ მე შენ?“ მონაწილეებს თავაზობს „სხვისი“, როგორც ფენომენის კვლევას და ჩვენი დამოკიდებულების და პასუხისმგებლობის ეკოლოგიას „სხვის“ მიმართ. გამოფენის მიზანი მიუღებელ იდეოლოგიასთან ან ცხოვრების წესთან თანაარსებობის გზების ძიება და თანაგრძნობის შესაძლებლობაა.
ღონისძიების სივრცეებია:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიუმი, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემია, ევროპის სახლი, ოატ გალერეა/კავშირი ახალი ხელოვნება, გოეთეს ინსტიტუტი/საქართველო, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი; ფოტო-გალერეა „კონტეინერი“.
10 დღის განმავლობაში, “არტისტერიუმი 6/2013” ფართო საზოგადოებას, მონაწილეებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოფენათა ციკლს, გამოფენის თემებისადმი მიძღვნილ დისკუსიებს, პრეს-კონფერენციებს, მასტერკლასებს, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრებს, კულტურულ პროგრამას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 80 მხატვარი შემდეგი ქვეყნებიდან:
საქართველო, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, რუსეთი (დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი), უკრაინა, ისრაელი, შევეიცარია, თურქეთი, პოლონეთი, იაპონია.
„არტისტერიუმი 2013“-ის ფარგლებში ტარდება ვიდეო ფილმების სამდღიანი ფესტივალი „განსხვავებული ეკრანი“, სადაც წარდგენილი იქნება ფილმები მსოფლიოს 19 ქვეყნიდან:
გერმანია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, შვეიცარია, კანადა, ტაივანი, ბულგარეთი, ირანი, ნიდერლანდები, ისრაელი, ფინეთი, აშშ, პოლონეთი, ხორვატია, მონღოლეთი, ეგვიპტე, ვიეტნამი.
„განსხვავებული ეკრანი“ ინიციირებულია დიდ ბრიტანეთში. „არტისტერიუმზე“ ფესტივალს წარადგენენ ბრუს ალანი (მხატვარი), გარეტ ევანსი (ლონდონის გალერეის „ვაითჩეპელის“ ვიდეო დეპარტამენტის უფროსი) და ბენჯამი ისტოპი (კურატორი) – დიდი ბრიტანეთი.
პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში; ისრაელის საელჩო საქართველოში; პოლონეთის საელჩო საქართველოში; გოეთეს ინსტიტუტი/საქართველო; ბრიტანეთის საბჭო/საქართველო, ევროპის სახლი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; პრო-ლეჰვეცია – შვეიცარული სახელოვნებო ფონდი, JTI (Japanese Tobacco International, თბილისი), აუდიტორიუმი, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.
პროექტის ორგანიზატორები:
– საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
– ასოციაცია “არტისტერიუმი”;
– კულტურის და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრი;
-
ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაინიშნა
by შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში VIII ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თეატრალურ უნივერსიტეტში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს არ პასუხობენ
by შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი