GE

ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაინიშნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2015 წლის 3 აპრილს გაიმართება. მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი იქნება ბსუ-ს ახალარჩეული რექტორის უფლებამოსილების ცნობამდე.

იხილეთ აკადემიური საბჭოს დადგენილება.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს ჩანიშნული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. საბჭოს თავმჯომარის გიორგი დიასამიძის თქმით, რექტორის განმეორებით არჩევნები ერთი თვის ვადაში დაინიშნება. როგორც მან Aris.ge-განათლებას განუცხადა, განმეორებითი არჩევნების დღე სავარაუდოდ, 15 მაისი იქნება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური