GE

ავღანეთში 12 წელზე უფროსი ასაკის სკოლის მოსწავლე გოგონებს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სიმღერა აუკრძალეს

ავღანეთის მთავრობამ 12 წელზე უფროსი ასაკის სკოლის მოსწავლე გოგონებს საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სიმღერა აუკრძალა.

ავღანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გოგონებს სიმღერა იმ ღონისძიებებზე შეეძლებათ, რომლებსაც მხოლოდ ქალები დაესწრებიან.

ავღანეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა პროვინციაზე გავრცელდება.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსწავლეების და მშობლების ინიციატივების შემდეგ მიიღეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სკოლის მამაკაც მასწავლებლებს ასევე ეკრძალებათ სკოლის მოსწავლე გოგონების სწავლება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალური მედიის პლატფორმებზე უკმაყოფილება მოჰყვა და მთავრობის გადაწყვეტილება კრიტიკოსებმა თალიბანის იდეოლოგიას შეადარეს. ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ სხვა მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს წერილები, რომ შესაძლოა მშობლებმა განაცხადეს შევიწროების შესახებ და მოითხოვდნენ მათი შვილების დაცვას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური