NAEC-ის ხელმძღვანელის დაპირება 2024 წლის აბიტურიენტებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი აცხადებს, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩატარებისთვის მისი უწყება ყველაფერს აკეთებს.
მაისში გამართული ერთ-ერთი ბოლო ღია კარის დღის ფარგლებში მან წლევანდელ აბიტურიენტებს დაპირებაც მისცა:
“ვფიქრობ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ ღირსეულად შეძლოთ თქვენი ცოდნის დაფიქსირება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. პირობას გაძლევთ, რომ ცენტრი ყველანაირად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ დაგხვდეთ კომფორტული, ძალიან მშვიდი გარემო იმისათვის, რომ ბოლომდე შეძლოთ თქვენი ცოდნის დადასტურება. გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი წელს, სექტემბერში, მიიღებთ სტუდენტის სტატუსს”, – განაცხადა ნინო წერეთელმა.
2024 ლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ივლისის თვეშია დაგეგმილი. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები
by ARIS.GE-განათლება
-
რომელი აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელმწიფო უნივერსიტეტში გამონაკლისის სახით – მთავრობის გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება