მასწავლებლის წერილი სკოლადამთავრებულებს ცხოვრების ახალ გზაზე

სკოლის კურსდამთავრებულები 20 მაისს ბოლო ზარს იზეიმებენ. სასწავლო პროცესი მეთორმეტეკლასელებისთვის სწორედ ამ დღეს დასრულდება. EDU.ARIS.GE-მ მათთვის იმ გზავნილების შეგროვება გადაწყვიტა, რომლებიც შესაძლოა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გზამკვლევი იყოს.
ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი მარნეულში, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გამარჯვბული, გიორგი ჭაუჭიძე:
“დიდი წარმატება მინდა ვუსურვო წლევანდელ სკოლადამთავრებულებს ცხოვრების ახალ გზაზე.
ამ წარმატებაში, პირველ რიგში, ჩვენ, მასწავლებლები ვართ დაინტერესებულები. თქვენ უნდა დაიპყროთ ის მწვერვალები, რომლებსაც ჩვენ ვერ შევწვდით. და მიზნების მიღწევისას, თუკი ჩვენი რჩევა-გამოცდილებაც დაგეხმარებათ, ბედნიერები ვიქნებით.
თქვენ გაცილებით ფართო ასპარეზი გაქვთ და ამ ასპარეზზე წარმატების მიღწევის მეტი საშუალებაც გაქვთ. ერთი სურვილი მინდა გამოვთქვა: სადაც არ უნდა იყოთ, რა სფეროშიც არ უნდა საქმიანობდეთ, იყავით საუკეთესო პროფესინალები და ყველა საშუალება გამოიყენეთ თქვენი სამშობლოს, როგორც ევროპული ოჯახის ღისეული წევრის დასახმარებლად”.
ასევე იხილეთ:
რას მაძლევს, რას ვერ მაძლევს და რა მინდა რომ მომცეს სკოლამ, განათლების გარდა – რა სურთ მოსწავლეებს
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე