ავთო ვარაზის რეტროსპექტიული გამოფენა
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია წარმოგიდგენთ ავთო ვარაზის რეტროსპექტიულ გამოფენას და მანანა ხვთისიაშვილის წიგნის „ავთო ვარაზი“ – პრეზენტაციას.
წარმოდგენილი იქნება ნამუშევარები საქართველოში არსებული სამუზეუმო ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან (ფერწერა, გრაფიკა, პოპ-არტი).
XX საუკუნის ქართულ მხატვრობაში სრულიად განცალკევებულად დგას ავთო ვარაზი, რთულია მისი მიკუთვნება რომელიმე მხატვრული მიმართულებისადმი. მასთან ერთად თანაარსებობდა ერთმანეთისაგან განსხვავებული მხატვრული სისტემები თუ შესრულების სხვადასხვა მანერები. ავთო ვარაზი ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.
ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია გაბნეული, ხოლო ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. ავთო ვარაზის ნამუშევრებიდან „ხარის თავი“ ნიუ-იორკის „მოდერნ არტის“ მუზეუმში ინახება, „კრავის თავი“ აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მეორე „ხარის თავი“ – ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში ხოლო „რვაფეხა“ კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში ინახება.
ვარაზის, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბება მიმდინარეობდა იფიციალური ხაზის შტამპეპსა და ნორმებთან დაპირისპირების ფონზე. იგი არასდროს წასულა დათმობაზე სოცრეალიზმთან. მისი ცხოვრებისთვის უცხოა რაიმე კომპრომისი, არც თემატურ გამოფენებში მიუღია მონაწილეობა და არც დაკვეთით დაუხატავს. ვარაზი ინდივიდუალური, ცნობიერი და ღმა იყო თავის ძიებებში, რომელიც ემთხვევა იმ პერიოდის მსოფლიო თანამედროვე ტენდენციებს და ძიებებს.
ავთო ვარაზი, ”ნონკომფორმისტი” მხატვარი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, ნიჭით და საოცარი პიროვნული ღირსებებით, არტისტიზმით, დონკიხოტიზმით მარტო შეებრძოლა საბჭოთა სისიტემას და ცხოვრებაშივე ლეგენდად იქცა.
-
სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო ფორუმი ,,მწვანე დღეები საქართველოში’’ გაიმართება
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
-
სამხატვრო აკადემიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
-
სამხატვრო აკადემიაში ლუკა ლასარეიშვილის ლექცია და ვორქშოპი გაიმართება
by თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია