SANGU-ში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
27 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ), ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით, თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევების განხილვა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, ციფრული უსაფრთხოება კერძო სექტორში, ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე საერთაშორისო და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.
კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი.
რატომ უნდა დაესწროთ?
- გაეცნობით კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებს სახელმწიფოს, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან;
- დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, პოლიტიკის გამტარებლებსა და სტუდენტებთან;
- აღმოაჩენთ კვლევით ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ფორმატებს;
- შეიტყობთ კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი