განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც 44.9 მლნ ლარის სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვისთვის ტენდერის უკან გახმობას ეხება.
მინისტრ გივი მიქანაძის უწყება განმარტავს, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმის კომპლექტებში შემავალი 1 801 000 კომპონენტის (გოგოს: პიჯაკი, შარვალი, ქვედაკაბა გრძელი და მოკლე; ბიჭის: პიჯაკი, შარვალი) შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
“2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვალევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით”, – წერია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 14 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესყიდვაზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი 14 მაისს გააუქმა. მანამდე კი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის კომპლექტში შემავალი დაახლოებით 1.8 მილიონი კომპონენტის შეძენას გეგმავდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 44.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: პირველი ეტაპი მოიცავდა საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, ხოლო მეორე ეტაპი – დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმას 50 ლარად იყიდის და მშობლებს 100-150 ლარად შესთავაზებს?
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია
by პროფესიული განათლების ამბები
-
ვინ რა საფეხურზე ასწავლის – განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება მასწავლებლებისთვის, რომლებსაც კომპეტენცია უკვე დადასტურებული აქვთ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე