CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 14 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მიზანს მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დარგობრივი ცოდნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
საგანმანათლებლო აქტივობები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა: ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ სუპატაშვილმა, წარადგინა პრაქტიკული შემთხვევებით დატვირთული აქტივობა თემაზე: „ქიმია შიშის გარეშე: ყოველდღიურობიდან პროფესიამდე“.
„პირველადი გადაუდებელი დახმარება“ – სესიას, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს დაეთმო, მოწვეული პროფესორი ლუკა ბერიძე და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები – თეონა კოშაძე და გიორგი მარიამიძე უძღვებოდნენ.
„ანატომია ახალი თვალით“ – მოწვეულმა პროფესორმა, გიორგი აფციაურმა, აუდიტორიას ანატომიის სწავლების თანამედროვე პერსპექტივები გააცნო, ხოლო ასისტენტ-პროფესორმა, კოკა კაჭარავამ, დეტალურად განიხილა წამლის ფარმაკოკინეტიკის საკითხები თემაზე – „წამლის მოგზაურობა ორგანიზმში“.
აღნიშნული ინიციატივა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაეცნონ სამედიცინო განათლების პრაქტიკულ ასპექტებს და დარგის სპეციალისტებისგან კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ.
-
„პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“ – CIU-ში საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს კანცლერი ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ – CIU-მ უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი