„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მარიკა ბოკუჩავა 4–8 მაისს ესტონეთში, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში გამართულ Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო.
უნივერსიტეტის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მთავარ თემას წარმოადგენდა მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და „მწვანე უნივერსიტეტის“ პრაქტიკული მოდელები აკადემიურ სივრცეში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.
პროგრამა თემატურ ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს, ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის გაცნობას, დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებსა და ადგილობრივ ბიომეურნეობაში გასვლით ვიზიტებს მოიცავდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცირკულარულ ბიოეკონომიკას, ურბანულ ბიომრავალფეროვნებას და გარემოსდაცვით კომუნიკაციას.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ვეტერინარიის მიმართულების წარმომადგენლებთან, სადაც სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
კვირეულის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი