GE

GRUNI-ში ახალგაზრდული ფორუმი – „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის” გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი – „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის”.

ღონისძიებაში გრუნისთან ერთად მონაწილეობდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო”.

ფორუმი მიეძღვნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას, მათი ინოვაციური ხედვების წარმოჩენას.

გრუნიმ განსახილველად შეარჩია გაეროს მდგრადი განვითარების მე-8 მიზანი _ „ღირსეული სამუშაო/ეკონომიკური ზრდა“. ფორუმი სადისკუსიო-პანელური ფორმატით წარიმართა. სამართლისა და ბიზნესის სკოლების სტუდენტებმა განსახილველ თემასთან დაკავშირებით იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: „მწვანე ეკონომიკა“, „ღირსეული სამუშაო პირობები მდგრადი განვითარებისათვის“, „დასაქმებულთა შრომითი უფლებები“, „ტრეფიკინგი“ და ა.შ.

ფორუმის დასრულების შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს” შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრუნის რექტორმა ბატონმა მამუკა თავხელიძემ და „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური