განვითარება, გუნდურობა და ახალი გეგმები – GRUNI-ს მედიაციის ცენტრმა წლის თიმბილდინგი გამართა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრმა წლის ბოლოს, ტრადიციულად, შედეგები შეაჯამა და გუნდის განვითარების თიმბილდინგი გამართა. თიმბილდინგი – უნარ-ჩვევის განვითარების, ნდობის დამყარების, ერთსულოვნების, გუნდურობის, მიზანდასახულობისა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნის საუკეთესო ინსტრუმენტია, რაც ცენტრს საერთო მიზნებისა და სასურველი შედეგების მიღწევაში ეხმარება.
უნივერსიტეტის მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, წლევანდელ შეხვედრაში სამართლისა და სხვადასხვა სკოლის 20 სტუდენტი მონაწილეობდა.
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა თემებს: ეფექტური კომუნიკაცია, ტრენერის უნარების განვითარება და ლიდერობა. მონაწილეები ჩართული იყვნენ ჯგუფურ და როლურ აქტივობებში, პრაქტიკულ სავარჯიშოებში, პრეზენტაციებსა და ინტერაქტიულ გუნდურ დავალებებში. განიხილეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმებიც, შეაჯამეს პირადი მიღწევები და დასახეს სამომავლო გეგმები, რომლებიც ცენტრის მომდევნო წლის საქმიანობაში აისახება.
შეხვედრა ცენტრის წინასაახალწლო განათების ცერემონიალით დასრულდა, რის შემდეგაც მონაწილეებს გადაეცათ გუნდური სულისკვეთებით შექმნილი სიგელები – როგორც წლის განმავლობაში მათი მონაწილეობის, ისე პიროვნული და პროფესიული განვითარების აღსანიშნავად.
„ცენტრის გუნდი წლიდან წლამდე იზრდება, ახალი წევრები უერთდებიან, რაც მისი საქმიანობის მრავალფეროვნებისა და პროფესიული განვითარების კულტურის დასტურია.
მედიაციის ცენტრი აგრძელებს განვითარებას, ინარჩუნებს ტრადიციებს და ქმნის სივრცეს სტუდენტების პროფესიული ზრდისთვის“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
GRUNI-მ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსგან ოფიციალური აღიარება მიიღო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი