ახალი პროგრამა–„წარჩინებულ სტუდენტებს მესამე კურსზე მივაკითხავთ და შევთავაზებთ, მოსინჯონ მასწავლებლობა“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდა თაობის მასწავლებლების გასაზრდელად ახალი პროგრამის დაწყებას გეგმავს. პროგრამა სტუდენტებში პედაგოგობის სურვილის გაჩენასა და შემდგომ წასახალისებას ისახავს მიზნად.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ალექსანდრე ჯეჯელავამ უთხრა, მას იმედი აქვს, რომ ამ პროგრამის დაწყებას მომავალი წლიდან შეძლებენ.
„პროგრამა უნდა გავაკეთოთ. ვმუშაობთ ამ პროგრამაზე, რომ წარჩინებულ სტუდენტებს მესამე კურსზე მივაკითხოთ და შევთავაზოთ, რომ მოსინჯონ მასწავლებლობა. ბუნებრივია, საუბარია იმ ფაკულტეტებსა და სპეციალობებზე, რომლის პედაგოგიც სკოლებში გვჭირდება. საბჭოთა დროს პედაგოგიური ინსტიტუტები იყო დაბალი თამასის მატარებელი და ჩვენ გვინდა, რომ ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები შევიტყუოთ პედაგოგიურში. ტოპ სტუდენტებს მივაკითხავთ და შევთავაზებთ, რომ მოსინჯონ პედაგოგობა“, – დასძინა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ამ პროცესში როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივესიტეტები იქნებიან ჩართული.
„პედაგოგი ჩამოტარებით არ არის, ჩადგმით არის – ვინც კოლეგებთან არ თანამშრომლობს, სკოლიდან წავა“
სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია
არის თუ არა მასწავლებლის საქმიანობაში ასაკი გადამწყვეტი – სკოლა საპენსიო პოლიტიკის მიღმა
-
„სტატუსს ხომ არ შევუწყვეტთ და გავაგდებთ?!“ – განათლების სამინისტრო განმარტავს, სწავლის გაგრძელების/დასრულების რა შანსი აქვს მილევადი პროგრამის სტუდენტს
by ARIS.GE-განათლება
-
6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ – მოქალაქეების პეტიცია პარლამენტს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება
by ARIS.GE-განათლება