GE

აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვები წესდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, აზარტული თამაშებისთვის რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. იმისთვის, რომ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანი პირების ჩართულობა მაქსიმალურად გამოირიცხოს, უკვე რეგისტრირებულ პირს, პირადი მონაცემების შეცვლა აღარ შეეძლება და ვერიფიკაციის გავლა თავიდან მოუწევს.

გარდა ამისა, მოთამაშედ რეგისტრაციის დროს, ოპერატორს უფლება ექნება, რომ რისკებს გამორიცხვის მიზნით, პირის შესახებ მონაცემები სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ბაზაში გადაამოწმოს.

„ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთამაშედ რეგისტრაციისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომისას, გადაამოწმოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ამ მიზნით, ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოდან მიიღოს მოთამაშის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი და რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური