GE

ბანერის დაცემას შემთხვევით გადარჩენილი განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე (ვიდეო)

დღეს ინციდენტი მოხდა ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიალზე, სადაც განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე მისი სისწრაფის ხარჯზე გადაურჩა დაშავებას. ის ლამის უშველებელი სარეკლამო ბანერის ქვეშ მოყვა, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული და მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლისას წაიქცა.

მართალია, კავკასიის უნივერსიტეტი გვპირდება, რომ სამი წლის შემდეგ, კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით, მაგრამ ჯერ მათ „დროშა ვერ დაკიდენ“ და „სარეკლამო ბანერი ვერ გააჩერენ“!

მინისტრის მოადგილის სისწრაფე კი ტაშს იმსახურებს!

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური