GE

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურისა და ხელოვნების კვლევისა და მართვის თანამედროვე პრობლემები” გაიმართება.

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების  სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37

კონფერენციის ჩატარების დრო – 2015 წელი, 13-14-15 ნოემბერი. დასაწყისი 10.00 სთ.

 სარეგისტრაციო ანკეტის, CV-სა და თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა – 2015 წლის 1 მაისი.

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოთხოვნები მოხსენების თეზისებისადმი

  • თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
  • გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის AcadNusx, ზომა – 12, რუსული და ინგლისური ტექსტისათვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი -1,5;
  • თეზისის მოცულობა – არაუმეტეს 1 გვერდისა, ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით.
  • შენიშვნა: უცხოენოვან ავტორებს შეუძლიათ თეზისები წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე – ქართული ან რუსული რეზიუმეთი. თეზისის რუსულ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში – რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
  • ავტორის სახელი, გვარი; სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. 

 

 

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური