ბათუმში ღონისძიების -“ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერა” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ღონისძიების “ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერის” ფარგლებში ხელოვანთა კლუბმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
წარმოადგენილი იქნა ყველა ის ნამუშევარი, რაც ხელოვანთა კლუბის წევრებმა წლის განმავლობაში შექმნეს.
დასკვნით საღამოზე მონაწილეობა მიიღო ჩაქვის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მაყურებლების წინაშე. საღამოს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელოვანთა კლუბის წევრებმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.
-
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
-
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ირანული კინოს ფესტივალი გაიმართება
by ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
-
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროდიუსინგსა და ფილმის პროექტის მომზადებაში ტრენინგები მიმდინარეობს
by ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი