GE

ბათუმში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ბათუმში უკვე ახალი კამპუსი აქვს. ამიერიდან, სასწავლო პროცესი ახალ შენობაში გაგრძელდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი მამუკა თავხელიძე თბილისელ პროფესურასთან ერთად ბათუმს ეწვია.

შენობის დათვალიერების შემდეგ, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ბატონ ამირან მესხიშვილთან ერთად გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტუდენტებმა სპეციალურად ჩამოსული სტუმრებისთვის ღონისძიებაც გამართეს, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტის თბილისელი პროფესურისგან საჯარო ლექციები მოისმინეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური