GE

GRUNI-ში გარე მობილობის მსურველთა რეგისტრაცია 12 თებერვალს დაიწყება

GRUNI-ში გარე მობილობის მსურველთა რეგისტრაცია 12 თებერვალს დაიწყება.

სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება, მ/წ 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით (11:00 საათიდან 17:00 საათამდე) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  5. ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  6. დიპლომის და დანართის ასლი (მხოლოდ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის);
  7. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  8. 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  9. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  10. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);

რეგიისტრაციის საზღაური შეადგენს 30 (ოცდაათ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიდენტიფიკაციო კოდი – 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში – GE87TB0655236020100004

გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემდეგ.

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3.

საკონტაქტო პირი:

ხატია მარკოზაშვილი khatia.markozashvili@gruni.edu.ge

ტელ: (+995 32) 2384406 (133);

დავით თარაშვილი: d.tarashvili@gruni.edu.ge

ტელ: (+995 32) 2384406 (126);

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური