GRUNI-მ წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა

სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური პერსონალის სასწავლო/სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გამოავლინა 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი შემდეგ ნომინაციებში:
წლის მეცნიერი – ვახტანგ ჭარაია, რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი;
წლის ლექტორი:
ა) ბიზნესისა და მართვის სკოლა – გიგა თვაური;
ბ) მედიცინის სკოლა – ნათია ხუციშვილი;
გ) სამართლის სკოლა – სოფიო ბარნაბიშვილი;
დ) საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა – ზურაბ აზნაურაშვილი;
ე) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა – მარიამ გოგიჩაიშვილი;
ვ) ბათუმის წარმომადგენლობა – გიორგი გოგიტიძე.
2025 წლის 7 თებერვალს უნივერსიტეტში გაიმართა ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის.
ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ საპატიო წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები და ფულადი პრემიები 1000-3000 ლარის ოდენობით.
-
მოსწავლეები ნაფიც მსაჯულთა ამპლუაში – იმიტირებული სასამართლო პროცესი GRUNI-ში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
ეკონომიკის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია GRUNI-ს მონაწილეობით პრაღაში გაიმართება by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„მოლაპარაკების ხელოვნება“ – X-XII კლასების მოსწავლეებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ტრენინგზე იწვევს by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი