GE

ბრმად ბეჭდვის შესასწავლი მარტივი მეთოდი და წესები

ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა ცხოვრებაში, როდესაც საჭირო იყო ტექსტის აკრეფა არათუ სწრაფად, არამედ ექსტრემალურად მცირე დროში, მაგრამ ზოგჯერ ამგვარ დავალებას თავს ვერ ვართმევთ.

გთავაზობთ საკმაოდ საჭირო უნარ-ჩვევის გამომუშავებას, ბრმად ბეჭდვას, რომელიც დაგავიწყებთ ტექსტის ნელა აკრეფის პრობლემას.

რითი დავიწყოთ?

იქამდე, სანამ დავიწყებდეთ ბრმად ბეჭდვას, საჭიროა ვისწავლოთ ტექსტის აკრეფისას 10-ვე თითის გამოყენება. დღეისათვის ამისათვის არსებობს უამრავი სპეციალური პროგრამა, ე.წ. წერის ტრენაჟორები. თუ თქვენ უკვე ფლობთ ამ უნარს, შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ მომდევნო ეტაპს – ტექსტის ბრმად აკრეფა.

ბრმად ბეჭდვის წესები

1. ხელს არაფერი უნდა გიშლიდეთ – ეს წესი განსაკუთრებით ეხებათ გოგონებს: თუ თქვენ გრძელი ფრჩხილები გაქვთ, სწავლის პერიოდში მოგიწევთ დაემშვიდობოთ მათ.

2. არ უყუროთ კლავიატურას – ეს ყველაზე რთულია, მაგრამ თუ თქვენს მზერას თითებიდან არ გადაიტანთ, არაფერი გამოვა. უნდა მუშაობდეს არა მხედველობითი მეხსიერება, არამედ თქვენი თითები. ისინი დაიმახსოვრებენ კლავიშების ადგილმდებარეობას და ტექსტის აკრეფა გაცილებით იოლი გახდება. თუ თქვენთვის რთულია და დროდადრო მაინც უყურებთ კლავიატურას, გირჩევთ მიმართოთ ასეთ ხრიკს. აიღეთ თვითწებვადი ქაღალდი (რომელიც შემდეგ იოლად ძვრება) და დაფარეთ ყველა ღილაკი. ამ შემთხვევაში სწრაფად გადაეჩვევით ქვევით ყურებას, ვინაიდან იქ მაინც ვერაფერს დაინახავთ.

3. ხელები უნდა იყოს განლაგებული სწორ პოზიციაზე (A, S, D, F – J, K, L, ; ) მარცხენა ხელი (ნეკა თითი, არათითი, შუა და საჩვენებელი) ასოებზე A, S, D, F, ხოლო მარჯვენა J, K, L, ;

ტექსტის აკრეფის დამხმარე სქემა

1. ადგილის გამოტოვების ღილაკს ცერა თითები ეხებიან მონაცვლეობით, ანუ თუ ბოლო ასო, სიმბოლო წინადადებაში აკრეფილია მარცხენა ხელით, მაშინ მარცხენა ხელით გამოტოვებთ ადგილს ტექსტში – და პირიქით. „სიმშვიდის პერიოდში“ ცერა თითები ჰაერშია ამ ღილაკის ზევით.

2. ღილაკის დაჭერა ხდება უახლოესი თითით, დაჭერისას ინაცვლებს მხოლოდ ერთი თითი, რის შემდეგადაც იგი ბრუნდება საწყის პოზიციაზე. ამავე წესით იწერება დიდი ასოები, თუმცა ამ დროს თავისუფალი ხელის ნეკა თითი აჭერს Shift ღილაკს.

3. დაისახეთ მიზნად დაიმახსოვროთ, რომელი ასო სად მდებარეობს კლავიატურაზე, მთავარია – დაიმახსოვროთ, რომელი თითით და რომელი მოქმედებით უნდა აკრიფოთ საჭირო სიმბოლო. თქვენს ქვეცნობიერში თქვენ უნდა დაუკავშიროთ თითების მოძრაობა გარკვეულ ასოს.

როგორ ვბეჭდოთ სწრაფად – 10 რჩევა კლავიატურის ეფექტურად გამოყენებისათვის

კლავიატურის კომბინაციური ხრიკები, რომლებიც კომპიუტერთან მუშაობას ამარტივებს

წყარო: adme.ru

ა.ზ.

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი