GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს

29 ივლისს, სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისა და ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“, გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო VI–IX კლასებისთვის ინოვაციური, კრეატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი სასწავლო რესურსების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ასევე გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ:

  • შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებიც პედაგოიგიკა-მეთოდიკის მიმართულებით ახორციელობენ სასწავლო კურსებს;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების IV და V საფეხურის სტუდენტებს;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.

კონკურსი როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური (მაქსიმუმ 3 წევრი) ფორმატით ჩატარდა.

რესურსები მომზადდა შემდეგ მიმართულებებში: მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

კონკურსზე წარმოდგენილი იყო 52 მონაწილის 34 სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსი.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს, მონაწილეებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს:

  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა;
  • „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ზურაბ ზურაბაშვილმა;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა;
  • სსიპ გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ;
  • ჟიურის თავმჯდომარემ, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერძნიშვილმა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებული ავტორები და მათ მიერ შექმნილი სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები:

  • „კბილების ჯანმრთელობის გზამკვლევი“ – მაია ადამიშვილი, სსსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  • „ქიმიური დომინო“ – თამარ ბერიძე, სსიპ გორის #10, ბერშუეთისა და ქვემო სობისის საჯარო სკოლების მასწავლებელი;
  • „გაქცევა მოჩვენებების ქალაქიდან“ – მერი ტერუნაშვილი, სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის გორის #9 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
  • „წვა და ჟანგვა“ – სვეტლანა მღებრიშვილი, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ ქვახვრელის ქიმიის მასწავლებელი; დინარი სადაღაშვილი , სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ ქვახვრელის მათემატიკის მასწავლებელი;
  • „ერითროციტების მოგზაურობა ორგანიზმში“ – ნანა ტატურაშვილი, ეკატერინე ხუციშვილი სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის გორის #9 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლები;
  • „დედამიწის მოუსვენარი გული – ვულკანები და მიწისძვრები“ – ელენე ბიტარიშვილი, სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების V საფეხურის სტუდენტი.

კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, კონკურსის რჩეულ სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსად დასახელდა „ქიმიური ექსპერიმენტების ლაბორატორია“, ავტორები: ნინო გარსევანიშვილი და ჟანა ეგაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქიმიის მასწავლებლები.

შეხვედრას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი რატი შუშიაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიებას მუსიკალურად გორის უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ აფორმებდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური