GE

მინიმალური გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები: ქართული, მათემატიკა, ისტორია, ქიმია, ხელოვნება და სამოქალაქო განათლება – ეროვნული გამოცდები 2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 29 ივლისს, 2026 წლის აბიტურიენტებისთვის რამდენიმე საგანში მინიმალურ გამსვლელ ქულას აქვეყნებს. გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, ბარიერის გადასალახად საჭირო ქულები ცნობილი ხდება შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ისტორია, ქიმია, ხელოვნება და სამოქალაქო განათლება:

ქართული

ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენისა და ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი.

ქიმია

ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა – 16.

ხელოვნება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა – 18.

სამოქალაქო განათლება

სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.

მათემატიკა

მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, მინიმალური გამსვლელი ქულა – 10.2-ზე მეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.

NAEC განმარტავს, რომ დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

იხილეთ ამ საგნების: სწორი პასუხები/შეფასების სქემები

ასევე იხილეთ:

როდის და როგორ წყვეტს გამოცდების ცენტრი ტესტის რომელი ვარიანტი უნდა გამოცხადდეს რთულად – NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური