GE

სერტიფიცირებული ექიმებისთვის CIU-ში ტრენინგი გაიმართება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) პროგრამა/ტრენინგი თემაზე: „რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის თანამედროვე პრინციპები სამედიცინო პრაქტიკაში“.

პროგრამას მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულა.
პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობების სერტიფიცირებული ექიმებისთვის:

  • შინაგანი მედიცინა
  • ზოგადი ქირურგია
  • თერაპიული სტომატოლოგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ინფექციური სნეულებები

ტრენინგის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში განხილული იქნება თანამედროვე, მტკიცებულებებზე (Evidence-Based Medicine) და საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ძირითადი პრინციპები. მონაწილეები გაეცნობიან ანტიმიკრობული თერაპიის უახლეს რეკომენდაციებს, კლინიკურ მიდგომებსა და პრაქტიკულ ასპექტებს, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში.

პროგრამის ხელმძღვანელი:

ანზორ გოგიბერიძე – თერაპევტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მონაწილეობა შეუძლიათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს – შესაბამისი სპეციალობების ლიცენზირებულ ექიმებს.

პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ, როგორც უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) აქტივობა.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული
დამატებითი ინფორმაციისთვის – 577530133

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური